სადამრიგებლო პროგრამა


ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
 წმ. ბასილი დიდის  სახელობის IV კლასი
 სადამრიგებლო საათის პროგრამა
დამრიგებელი: მაია მაისურაძე

მუშაობის მიზანი: 
        დამრიგებლის მიზანია ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა. დამრიგებლის მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას, უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება - მოვალეობების გაცნობიერებაში.
  
გასავითარებელი უნარები:
სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში, კლასის საათზე ჩატარებული გაკვეთილებით მოსწავლეს უნდა განუვითარდეს შემდეგი უნარები:
·         კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება;
·         წაკითხულის გაგება-გააზრება;
·         პრეზენტაცია;
·         აუდიტორიასთან კონტაქტი;
·         მოსმენის და სხვისი აზრის პატივისცემის უნარი;
·         დისკუსია;
·         მსჯელობა;
·         ანალიზი.
სისტემატიურად სამუშაო გეგმა                              
          I  - II სემესტრი
1. მოსწავლეებში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა.
2. პასუხისმგებლობის და ვალდებულებების განვითარება.
3. ცხოვრების ჯანსაღი წესების გააზრება;
4. ჩართულობა საკლასო ცხოვრებაში (ზეიმები, პროექტები,ექსკურსიები).
5. მოსწავლეებთან თანამშრომლობითი ურთიერთობა.
6. მშობლების ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში.

შესასრულებელი საკითხები
აქტივობები და მიზნები
დრო
შენიშვნა
გიმნაზიის შინაგანა წესის  და ქცევის კოდექსის გაცნობა
მოსწავლეებს(კლასის საათზე) და მშობლებს(მშობელთა კრებაზე) გავაცნობ გიმნაზიის შინაგანა წესს და განვუმარტავ მათ უფლება- მოვალეობებს.რაც ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მათვას. მოსწავლეთა დისციპლინის და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.
25.09. 2019

მოსწავლეთა მორიგეობის დაწესება, საკლასო წესების შედგენა,საკლასო დღის რეჟიმის გაცნობა
მოსწავლეებთან ერთად დავაწესბ მორიგეობის სიას, გამოიკვრება გაკვეთილების ცხრილი. მოსწავლეები უზრუნველყოფენ ოთახის სანიტარული ჰიგიენური პირობების, სასწავლო წიგნების  დაცვას დაზიანებისაგან.ამით მოსწავლეები გაითავისებენ,რომ სკოლა მათი საკუთრებაა.
სისტემატიურად

ცხოვრების ჯანსაღ წესებზე საუბარი/დღის რეჟიმის აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილება
ვაძლევ ლინკებს, რომელსაც უნდა უყურონ სახლში, დააკვირდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვის აუცილებლობას.
სისტემატიურად

მოსწავლეთა პროგრესის და წარმატების შემოწმება და თითოეული მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი
დავაკვირდები მოსწავლეთა მიღწევების და ვუზრუნველვყოფ
მოსწავლეთა შეწავლას.მათი
მიდრეკილებების, ძლიერი და სუსტი მხარის, ინტერესების გამოვლენას.შევაგროვებ იმფორმაციას.დავაკვირდები მათ ქცევას,უცნაურებს და ცოდნას, გავაკეთებ ჩანაწერებს-რითი შემიძლია მათი ძლიერი მხარეების განვითარება.
სისტემატიურად

სადამრიგებლო საათი
შევხვდებით ყოველ ორ კვირაში ერთხელ ოპიციალურად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეხვედრის დღეს დავნიშნავ სპეციალურად.
შეხვედრებზე წინ წამოვწევ მოსწავლეთათვის მნიშვნელოვან  და საინტერესო საკითხებს. გავეცნობი სწავლისა თუ ურთიერთობებისას წამოჭრილი სირთულეებს. თითოეული სადამრიგებლო საათის ბოლოს მოხდება და მოსწავლესაგან უკუკავშირის მიღება.რა გაიგეს და რა ისწავლეს მოსწავლეებმა ამ შეხვედრაზე ახალი.რა იყო მათთვის საინტერესო,რა მოეწონათ.სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების პიროვნული და სოციალურ განვითარებას.აყალიბებს ნდობის და პატივისცემის ატმოსფეროს.მაქვს შემუშავებული სადამრიგებლო თემები,რომელიც ტარდება ორ კვირაში ერთხელ.
კვირაში ერთხელ

მშობელთა ჩართულობა
მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრები ხელს უწყობს თითოეული მშობლის სასწავლო პროცესში ჩართვას.მშობლებთან ურთიერთობისას გამოვიყენებ კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხს წერილობით,ვერბალურს. მშობელი სისტემატიურად ინფორმირებული იქნება ბავშვის მიღწევების,ქცევის ინფორმაციით.დაისახება პრობლემის გადაჭრის გზები.ჩატარდება მშობელთა კრებები. მოხდება მშობელთა ჩართულობა სხვადასხვა საკლასო ღონისძიებაში.
სისტემატიურად


სადამრიგებლო საათის თემები:
მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება

N
     
                   თემები    
შეხვედრების რაოდენობა
      შენიშვნა


1
ა)     რას ნიშნავს, იყო მეოთხეკლასელი?
ბ)  ზაფხულის  შთაბეჭდილებები, შეძენილი უნარ-ჩვევები, მეოთხეკლასელის ინტერესები, ჰობი.
გ) რა მოლოდინები აქვთ ახალ სასწავ-
ლო წელს?


1 – 2 შეხვედრა



2


ადამიანთა უნიკალობა; ჩვენი სამყარო, ინტერესები, საყვარელი საქმიანობა.


1-2 შეხვედრა

3

მინდა გავხდე კულტურული ადამიანი, ღირსეული მოქალაქე.

1 – 2 შეხვედრა


4


კულტურული ადამიანის, ღირსეული მოქალაქის დახასიათება; კულტურული ადამიანის, ღირსეული მოქალაქის აუცილებელი თვისებები; მისი ამოცნობა სხვადასხვა სიტუაციაში: სტუმრად ყოფნისას, კაფეში და ა.შ.




2 – 3 შეხვედრა


თემას ვუბრუნდები მუდამ მოსწავლეებთან საუბრისას.

5

ბავშვთა უფლებები - სკოლაში, ეზოში, ქუჩაში.

  2 შეხვედრა




6

ბავშვთა ვალდებულებები.

2 შეხვედრა

თემას ვუბრუნდები საჭიროების შესაბამისად

7

პატივისცემა - საკუთარი თავის, სხვა ადამიანების.

2შეხვედრა

თემას ვუბრუნდები საჭიროების შესაბამისად

8

უფლებების დარღვევა; როდის ვარღვევთ სხვათა უფლებებს? როდის ირღვევა ჩვენი უფლებები?


 2 - 3 შეხვედრა

თემას ვუბრუნდები საჭიროების შესაბამისად

 9

უფლებების დარღვევა იწვევს კონფლიქტებს; ჩვენ შეგვიძლია კონფლიქტების მოგვარება.

 2-3 შეხვედრა

თემას ვუბრუნდები საჭიროების შესაბამისად

10

ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა.
 2 შეხვედრა
თემას ვუბრუნდები საჭიროების შესაბამისად


მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება

N

                             თემები
შეხვედრების რაოდენობა

        შენიშვნა

1

არასტანდარტულ სიტუაციებში ადეკვატური მოქმედება, სიფრთხილის გამოჩენა უცნობ ადამიანებთან, მათ შორის, ვირტუალურ მეგობრებთან.

 1 შეხვედრა

2

ქუჩაში მოძრაობის წესები, გზა სკოლიდან სახლისაკენ, საჭირო ტრანსპორტი.


 2 შეხვედრა
ამ საკითხს მოსწავლეები ბუნების გაკვეთილზეც ეხებიან



მიმართულება
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი  წესი

N

                             თემები
შეხვედრების რაოდენობა

        შენიშვნა

1

ცვლილებები; როგორ ვიზრდევით, ვვითარდებით? რა გვეხმარება ზრდასა და განვითარებაში. ჯანსაღი ცხოვრების სტილი; რას ნიშნავს ეს?


 1-2 შეხვედრა
თემას მოსწავლეები გადიან ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე

2

მინდა ვიყო ჯანმრთელი ადამიანი; რას ნიშნავს ჯანმრთელი ადამიანი? ჯანსაღი საკვები, ზრდისათვის საჭირო ნივთიერებები.


 2 შეხვედრა
თემას მოსწავლეები გადიან ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე


3

რა ზიანი მოაქვს მავნე ჩვევებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის? თამბაქოს მავნე ზეგავლენა.




2-3 შეხვედრა
თემას მოსწავლეები გადიან ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე


მიმართულება
თვალსაწიერის გაფართოება

N

                             თემები
შეხვედრების რაოდენობა

        შენიშვნა

1

„ჩემი ზაფხული“, რამდენად გვიყვარს დასვენება? საყვარელი საქმიანობა. ზაფხულის განმავლობაში შეძენილი ცოდნა და უნარები.


 1 შეხვედრა



2
გართობის საშუალებები: კომპიუტერული თამაშები, ინტერნეტი; მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.


1 შეხვედრა
თემას ვუბრუნდები საჭიროების შესაბამისად

3

საყვარელი ფილმის გმირები, ლიტერატურული პერსონაჟები. გამოცენილი პიროვნებები, ხელოვნების ქმნილებები, სამეცნიერო აღმოჩენები.


2 შეხვედრა
აღნინულ საკითხებს მოსწავლეები ეხებიან ქართულის, ხელოვნების, მუსიკის გაკვეთილებზე






No comments:

Post a Comment